ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
ძველ დროში ჩამოყალიბდა წიგნის კონსტრურების ორგანიზაცია — ფირფიტების ან ფურცლების ერთობლიობა, რომლებიც შეკრული იყო ოზმის ან ბლოკის სახით. XIII საუკუნიდან ევროპაშიწიგნის საწარმოებლად უკვე ქაღალდს იყენებდნენ.
წიგნის როლი საზოგადოებაში ძალიან დიდია,მიუხედავად იმისა,რომ არსებობს ქვეყნები სადაც უწიგნურობის პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.ვერ ვიტყოდი რომ ეს საკითხი საქართველოს არ ეხება.რამოდენიმე დღის წინ საქართველოში გაკეთებულმა სტატისტიკური გამოკითხვების შედეგებმა ახალგაზრდების გამოკითხვისას უმძიმესი უწიგნურობის შედეგები აჩვენა.თუმცა ეს არ მიშნავს რომ საქართველო გაუნათლებლობის მორევშია ჩაძირული.პირიქით დღევანდელ დღეს უფრო მეტადაა დაფასებული განათლება და მის გარეშე ნორმალურად ანაზღაურებადი სამსახურის ნაწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუწიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში. ყველა ადამიანმა ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, რადგან ისინი წიგნის მეშვეობით სწავლობენ ეროვნულ სულისკვეთებას , კულტურას, გმირობას. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ , რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა, ხელი მაინც დაგცდება მისკენ და ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნისკენ.რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები აღარ ინტერესდებიან წიგნებს, არ უყვართ კითხვა. ისინი მთელ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებენ და წიგნისკენ გახედვაც არ უნდათ... არადა, იყო დრო, როდესაც წიგნი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. იყო დრო, როდესაც ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა დღესასწაული გახლდათ. მერე კი... მერე წიგნისადმი ინტერესი განელდა. თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა...ბავშვი კითხვას მაგალითით სწავლობს. თუ უფროსებს წიგნით ხელში ხედავს, არ შეიძლება თვითონაც არ დაინტერესდეს; არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, წიგნი არ გადმოიღოს და არ გადაშალოს მტკიცე გადაწყვეტილებით–აღმოაჩინოს ის საიდუმლო, რომელიც უფროსების თვალებში ისადგურებს კითხვის დროს.
კითხვის სიყვარული ყველა ბავშვში არსებობს და ეს ადრეულ ასაკშივე ვლინდება. იმ დროს, როცა ბავშვს წარმოდგენაც არ აქვს წიგნის რაობაზე, 3-4 წლის პატარა ზღაპრის მოსმენით რომ დაინტერესდება, ეს უკვე კითხვის ინსტიქტის გაღვიძებას მოასწავებს და სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი გონებრივი მისწრაფებების წარმართვა აბსტრაქტული, “ზეპირი” წიგნიდან––ნამდვილ, ბეჭდურ წიგნამდე. წიგნი ყველას უნდა უყვარდეს. განსაკუთრებით, ახლგაზრდა თაობას, რადგან წიგნი არის ცოდნის მიღების და სულიერების ამაღლების ერთადერთი საშუალება. წიგნთან ურთიერთობა აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წიგნი შეცვალა კომპიუტერმა, რომ წიგნმა კომპიუტერის ეპოქაში დაკარგა თავისი აქტუალობა. ინტერნეტში გახსნიან საიტს და მზა პროდუქცია ეძლევათ, რაც უკარგავს ადამიანებს შემოქმედებით უნარს.
მე-15–მე-17 საუკუნეებიდან დღემდე სტამბამ, ანუ პოლიგრაფიამ არაერთხელ მიიღო სახეცვლილება. დღეს მაღალი ტექნოლოგიების წყალობით წიგნების გამოცემა, ტირაჟირება ისე გაიოლდა, რომ შეიძლება ერთ დღეში რამოდენიმე ათასი წიგნი გამოიცეს, რაც ძალზე სასიხარულოა; თუმცა ამ მიღწევებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. წიგნებს აღარ ჰყავს მკითხველი. წიგნები ელექტრონული ვერსიებით შეიცვალა. ჩვენ არ ვართ ამ განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ვთვლით, რომ ტექნიკის განვითარება არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ წიგნმა თავისი ადგილი დაკარგოს ადამიანების ცხოვრებაში.. რომ წიგნს აღარ ჰყავდეს მკითხველი. ჩვენს ცხოვრებაში წიგნს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სათანადო ადგილი.
მე და წიგნი დაახლოებით ნახევარი წელია რაც დავმეგობრდით..
უფრო სწორად ,ნახევარი წელია რაც დავუმეგობრდი..
ერთადერთი და შეუცვლელია..
ცოტა ხანია რაც ურთერთობა გვაქვს და უკვე ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის..
დიდი ფანჯარაა ,რომლიდანაც კარგად დაიხანავ ადამაინებს,საგნებს.. ვიწრო ქუჩებს ადამიანებში..
სამყაროს.. ღმერთს..ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზებს..ბილიკებს ..სარკეა..
ერთადერთია ვისთანაც ყველაზე ბუნებრივი და ყველაზე ”მე” ვარ..
ძალიან კარგი მეგობარია,რომელიც მეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში..
გაზრდაში,დახვეწაში..
ავარჯიშებს და კვებას გონებას და ფარდას ხდის სულს,ფარდას,რომელიც სულს მხედველობაში ხელს უშლის..
ხელს ხელში ჩავკიდებ და ასე დამატარებს ყველაგან ,სადაც მინდა და როცა მინდა..
თითოეულის ცხოვრებით ცხოვრობ..
სუნს ვრძნობ..
ვხედავ..
ფერს ვრძნობ ..
ვგრძნო წვიმას,მზეს.. ”უფრთო ანგელოზებივით ფოთლებს”..
ხან მდგმური ვარ..
ხან აბელი..
ხან მეიარაღეს გოგო..
ხან კანუდოსში ვარ ..კანუდოსის თეთრი თიხის სახლებში..
ხან სიკვდილი..
ხან დეა და გიუნპლენს შორის ვდგავარ..
ხანაც ურსუსის დიალოგების მომსმენი..
ხანაც მარგარიტას გვერდით ვზივარ თეატრში..
ხანაც ჰანო და ჰანო ვარ..
ხანაც აბელი მირიამის გვერდით..
ხანაც მელია დიდი ქალაქში..
ხანა გოგონა რომელსაც სიბნელე შეუყვარდა..
მზის ჩასვლა შემიძლია დღეში 43 ჯერ ვნახო..
ხანაც..
ვცდილობ დაკარგული დრო ავინაზღაურო და უფრო დიდი და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდეს..
წიგნი წიგნად არ რჩება..
წიგნის წაკითხვამდე თუ ვარ ერთი,წაკითხვის შემდეგ ვხდები ორი..
ვიცვლი ფერს..
ფერი იცვლება ჩემშიც..
ზუსტად ისეთი სახლი მინდა მქონდეს,როგორიც გედეონ რევიას..
ჭერიდან იატაკამდე ,წიგნებით სავსე თაროები..
სავარძელი..
ბუხარი..
ჭიქა ყავა,ან ჩაი და მე მარტო..
და ასეთი სახლი თუ იქნება ქალაქიდან შორს..
და ასეთი სახლის ახლომახლოს თუ იქნება სადმე ტბა..
და გრანდიოზული სიმწავნე..
ძალიან მიყავრს ძველი წიგნების სუნი ..
No comments:
Post a Comment