ქალთა უფლებების საკითხი ყოველთვის აწუხებდა სუსტი სქესის წარმომადგენლებს,მაგრამ ეს საკითხი ყველაზე აქტუალური გახდა XX-ე საუკუნეში,როცა მდედრობითმა სქესმა გადაწყვიტა თავისი უფლებები დაეცვა.პოლიტიკური მოძრაობა,რომელიც ჩაისახა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიზნად ისახავდა ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ქალთა უფლებების დაცვას.
ფრაზა ქალის ადამიანის უფლებები გამოიყენება რათა აქცენტი გაკეთდეს იმ ფაქტზე, რომ ქალის უფლება ადამიანის უფლებაა, უფლება, რომელიც ქალებს აქვთ რადგან ისინი უბრალოდ ადამიანები არიან. ეს აზრი აერთიანებს ქალთა უფლებების თემას ადამიანის უფლებების მოძრაობაში და ამავდროულად აერთიანებს ადამიანის უფლებების პრინციპებს ქალთა უფლებების მოძრაობაში.
ცნება, რომელიც შემოღებულია ადამიანის უფლებათა დამატებად მას შემდეგ, რაც ჩაითვალა, რომ ადამიანის უფლებები ვერ ფარავს სრულად ქალის უფლებებს და რომ ქალის უფლებების განხორციელებას, ასევე, წინ ეღობება საზოგადოებრივი ცრურწმენები და ტრადიციული სტერეოტიპები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება ადამიანის უფლებების მესამე თაობას, ე.წ. კოლექტიურ უფლებებს, რომელშიც ასევე შედის უფლება მშვიდობაზე, ეროვნულ თვითგამორკვევაზე, ჯანმრთელ გარემოსა და თავისუფლებაზე. სქესის, ასაკის ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” - ეს აბსურდია. თავისთავად, „ქალის უფლებები” და „ფემინიზმი” ფარავენ ერთმანეთს, ორი იდენტური ცნებაა.
•
ანუ ქალთა საერთო მოძრაობა გამოდის სექსიზმის წინააღმდეგ ანუ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც გავრცელებულია თანამედროვე კულტურაში დისკრიმინაციის კიდე ორი არსებული ფორმის - რასიზმისა და ეიჯიზმის გვერდით.
•
ტერმინი „ფემინიზმი“ დასავლეთში ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი, როგორც მასობრივი მოძრაობის ჩამოყალიბება XIX საუკუნის ფენემოენია. ფემინიზმის იდეოლოგია/ფილოსოფიის განვითარების სამი ძირითადი ეტაპი (ე.წ. ტალღები) არსებობს. პირველი ლიბერალური XIX საუკუნის ბოლო - XX საუკუნის დასაწყოსი - როდესაც მთავარი საზრუნავი ქალებისათვის თანაბარი სამოქალაქო უფლებების და არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოპოვება იყო; მეორე ტალღა, მარქსიზმი/სოციალიზმი ემთხვევა დასავლურ კულტურაში 1960-70-იან წლებში მიმდინარე ახალ სოციალურ მიმდინარეობებს; ქალთა პროტესტი ისევ სქესობრივ უთანასწორობაზეა მიმართული, მაგარამ აქცენტი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკურ უფლებებზე კეთდება, არამედ ისეთ ასპექტებზეც, როგორიცაა ოჯახი, სექსუალობა და შრომა; და მესამე ტალღა, ან მესამე თაობა, რომელსაც ხშირად მოიაზრებენ როგორც რადიკალურ, განსხვავების და აგრეთვე პოსტმოდერნისტული ფემინიზმის ერთობას - პოსტსტრუქტურალიზმი, დეკონსტრუქტივიზმი.
ფემინმიზმზე და ქალთა მოძრაობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ ფემნიზმის, როგორც იდეოლოგიის თუ ფილოსოფიის მრავალფეროვნება და კომპლექსურობა, მისი მნიშვნელოვანი სახესხვაობები. ფემინიზმის ნაცვლად საქმე გვაქვს ფემინიზმებთან, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ეყრდნობიან. საერთოდ, რაც მათ გააჩნიათ, არის, ალბათ, ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა.
•
პოლიტიკური მოძრაობა და დოქტრინა, რომელიც ჩაისახა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის მიზნად ისახავს ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობას და ემსახურება ქალთა უფლებების დაცვას. არსებობს მრავალი სახის ფემინიზმი: რადიკალური, ლიბერალური, ეკოფემინიზმი, მარქსისტულ–სოციალისტური და სხვა. მათი საერთო მახასიათებელი და გამაერთიანებელი ღერძი კი ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობის მოთხოვნა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მათ შორის თვით ქალებისთვისაც, ცნობიერების ამაღლებაა სქესთა შორის არსებული უთანასწორობასა და ამ დისკრიმინაციის გამომწვევი ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ფაქტორების ირგვლივ. ფემინიზმის ისტორიაში, მკვეთრად გამოხატულია პირველი და მეორე ტალღა (მესამე ტალღის რაობისა და არსებობის შესახებ ფემინისტთა წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. პირველი ტალღის ფემინისტები, რომლებმაც თვალსაჩინო აქტივობა XIX საუკუნეში დაიწყეს (თუმცა XVIII საუკუნეშიც არსებობდა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მომენტები) თავიანთ ამოცანად ქალებისათვის პოლიტიკური უფლებების ანუ არჩევნებში (აქტიური და პასიური) მონაწილეობის უფლების მოპოვებას ისახავდნენ. ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ქალების ჩართვა აუცილებელი იყო კანონშემოქმედებით პროცესებში – მათ ეს ქალთა ემანსიპაციის უმთავრეს ამოცანად მიაჩნდათ. მართალია ისტორიამ დაგვანახა, რომ პოლიტიკური უფლებების მოპოვება არ აღმოჩნდა საკმარისი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, მაინც, პირველი ტალღის ფემინისტთა საქმიანობა ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის ქვაკუთხედია. ფემინისტთა პირველ ტალღას, რომელიც XX საუკუნის ოციან წლებში დასრულდა, მოჰყვა მეორე, რომლის დასაწყისად ზოგიერთი მკვლევარი 1949 წელს მიიჩნევს, ანუ წელს როდესაც ცნობილმა ფრანგმა მოაზროვნე ქალმა სიმონ დე ბოვუარმა გამოაქვეყნა თავისი წიგნი „მეორე სქესი“. მკველვართა სხვა ნაწილი არ ეთანხმება ამ თარიღს იმ მოსაზრებით, რომ თავად სიმონ დე ბოვუარი არ მიიჩნევდა თავის ნაშრომს ფემინისტთა მეორე ტალღის აგორების სათავედ და ამ არგუმენტს ამყარებენ იმით, რომ მეორე ტალღის ფემინისტთა აქტივობა სამოციანი წლების დასაწყისიდან გახდა თვალსაჩინო. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა წიგნის დაწერიდან 27 წლის შემდეგ სიმონ დე ბოვუარის ჟურნალისტ ჯონ გერასისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელიც 1976 წელს ჟურნალ „სოსიათის“ (Society) იანვარ-თებერვლის ნომერში დაიბეჭდა. ფემინისტთა მეორე ტალღა, განსაკუთრებით სამოცდაათიან წლებში გამოირჩეოდა რადიკალიზმით. ფემინისტები ცდილობდნენ რევოლუციური იდეების აგიტაციითა და ზოგადად რევოლუციის გზით დაემხოთ პატრიარქალური საზოგადოება, რომელიც, მათი აზრით, მხოლოდ მამაკაცებს აძლევდა ხელს და ქალებს იმონებდა. ქალთა დისკრიმინაცია უნივერსალურია! - ამბობდნენ მეორე ტალღის დასაწყისის ფემინისტები. მეორე ტალღისთვის დამახასიატებელია აზრთა რადიკლური სხვაობა თვითონ ფემინისტებს შორის, განსაკუთრებით ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში. მოსაზრებები განსხვავდებოდა ასევე დასავლურ და აღმოსავლურ, ჩრდილოურ და სამხრეთულ ქალთა ჯგუფებს შორის. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფემინისტები ერთიანდებიან ქალთა უფლებებისა და ზოგადად საზოგადოებაში მათი მგდომარეობის გაანალიზებისა და გაუმჯობესების ირგვლივ. თუმცაღა, მეორე ტალღის პოსტმოდერნისტმა ფემინისტებმა წამოჭრეს ქალებისა და ქალთა პრობლემების უნიფიცირების, გაერთიანების პრობლემურობის საკითხი. ვინაიდან ქალები როგორც ინტერესთა ჯგუფი დივერსიფიცირებულია ეთნიკური, რელიგიური, კლასობრივი ე.ი. სოციალურ-კულტურული მახასიათებლების მიხევდით. მგვარად, მნიშვნელოვანია ქალთა შორის განსხვავებების დანახვა და ასე ბრძოლა ფემინიზმის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
•
ქალებისა და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისათვის წარმოებული ფართო მოძრაობისა და სოციალურ-პოლიტიკური თეორიის საერთო სახელწოდება. ფემინისტური მოძრაობის პირველ ეტაპებზე მიზნად იქნა დასახული ქალებისათვის საარჩევნო უფლებების მოპოვება, ამიტომ მოძრაობის მონაწილეებს სუფრაჟისტებს (ინგლისური სიტყვიდან სუფრაგე – ხმის უფლება) უწოდებდნენ. სუფრაჟიზმი აღმოცენდა ინგლისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მოგვიანებით კი გავრცელდა აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში. საარჩევნო უფლებებისათვის ბრძოლაში პირველად ფინელმა ქალებმა მოიპოვეს წარმატება (1905 წ.), შემდეგ ნორვეგიელებმა და დანიელებმა. სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა წინ 1918-1920 წლებში, როცა ქალებს საარჩევნო უფლება მისცეს ბელგიაში, გერმანიაში, პოლონეთში, კანადაში, აშშ-ში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. სუფრაჟიზმის წარმატებებმა დროებით შეაჩერა ქალთა პოლიტიკური მოძრაობის საერთო განვითარება და მომდევნო თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში იგი ძილქუშის მდგომარეობაში იყო. გამოღვიძება ანუ „ქალთა აღორძინება“ XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. მისი ეპიცენტრი გახდა აშშ, სადაც სწორედ ამ წლებში შეინიშნებოდა დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის, პირველ რიგში კი რასიზმის ლიკვიდაციისაკენ მიმართული დემოკრატიული პროცესების გააქტიურება. ქალთა მოძრაობამ ახალი, ხშირად რადიკალური ფორმები შეიძინა, რაც მის სახელწოდებაშიც - „ქალთა განმათავისუფლებელი“ მოძრაობა („Women's Liberation“) აისახა. ემანსიპაციისათვის ბრძოლის ახალი ტალღა განპირობებული იყო ღრმა სტრუქტურული ცვლილებებით სოციუმში, უპირველეს ყოვლისა კი, საზოგადოებრივ წარმოებაში ქალთა შრომის წილის ზრდით.ფემინიზმის განვითარების ახალი ეტაპი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში ფემინიზმის შიგნით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი მიმართულება: ლიბერალურ -რეფორმატორული, სოციალისტური და რადიკალური. აღნიშნული სამი მიმდინარეობა ისეთი გამოკვეთილი სახით არ არსებობს, როგორც 60-იან წლებში. გარდა ამისა, გაჩნდა ახალი მიმართულებები: „კულტურული ფემინიზმი“, რომლის თეორეტიკოსებიც სეპარატისტული (მამაკაცებისა და მასკულინურობისაგან თავისუფალი) ქალური კულტურის განვითარების იდეით გამოდიან; „ჰუმანური ფემინიზმი“- მისი მომხრეები კულტურაში ქალური აქცენტების განვითარებას და როგორც „ქალური“, ისე „მამაკაცური“ ინტერესების გათვალისწინებას, „ფემინური“ და „მასკულინური“ თვისებების თანაბრად აღიარებას მოითხოვენ; „შავი ფემინიზმი“, ანუ შავკანიანი ამერიკული ფემინიზმი; ასევე მრავალი სხვადასხვა ეროვნული შეფერილობის ფემინიზმი, მაგ., ლათინურ-ამრიკული, აფრიკული, მუსულმანური და სხვ., სადაც ქალების მდგომარეობა არა მხოლოდ სქესის, არამედ რასობრივი და ეროვნული ნიშნების მიხედვითაც არის გაანალიზებული.
•
ტერმინის ავტორად XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე ფრანგი ფილოსოფოსი შარლ ფურიე ითვლება. თავად ტერმინი ფართოდ გავრცელდა მე-18 საუკუნის ოთხმოციან წლებში, თუმცა მისი ფესვები შეიძლება აღორძინების ეპოქაში ვეძებოთ. ფემინიზმი მნიშვნელოვნადაა დავალებული განმანათლებლობისგან. მას შემდეგ ფემინიზმის მრავალი მიმართულება გაჩნდა, რომლებიც განსხვავებულ და ხშირად ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებს ემყარება. მათთვის საერთო არის ქალების დაქვემდებარებული პოზიციის წინააღმდეგ გამოსვლა და სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული წყობის შეცვლის მოთხოვნა ამ დისკრიმინაციის საბოლოოდ დაძლევის მიზნით. ფემინიზმის, როგორც მასობრივი მოძრაობის, ჩამოყალიბება მე-19 საუკუნის მოვლენაა და აერთიანებს მათ, ვისაც სწამს ქალთა მზარდი სოციალური როლისა და ვინც ქალს დამოუკიდებელ სუბიექტად მიიჩნევს. ამრიგად, ფემინიზმი თავის თავში აერთიანებს ორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპონენტს - ქალების მოძრაობას და ფემინისტურ იდეოლოგიას. ფემინიზმის პირველი ტალღა მთლიანად ლიბერალიზმის პრინციპებს ემყარებოდა და ქალების თანასწორუფლებიანობას მოითხოვდა. ამ პერიოდის ფემინისტები ლიბერალიზმის იდეებს - ჰუმანიზმს, ინდივიდუალურ თავისუფლებას, თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებს, რაციონალური არჩევანის უფლებას და ამის შედეგად მიღწეულ საზოგადოებრივ პროგრესს - ეყრდნობოდნენ და კარგად ხედავდნენ, რომ ეს ახალი მონაპოვრები მხოლოდ მამაკაცთა კუთვნილება იყო. ლიბერალური ფილოსოფია მნიშვნელოვანწილად ცხოვრების საზოგადო და კერძო სფეროებად დაყოფას ეფუძნება. საზოგადო სფერო მოიცავს პოლიტიკურ ცხოვრებას, კერძო - პირადსა და ოჯახურს. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საბაზრო სტრუქტურები და გამომუშავებითი შრომა, ზოგჯერ საზოგადო სფეროში მოიაზრება (და უპირისპირდება ოჯახურ სფეროს), ზოგჯერ კერძოში (და უპირისპირდება სახელმწიფო/სახელისუფლებო სფეროს). ასეთი დაყოფის მთავარი მიზანი ინდივიდუალური თავისუფლებისა და უსაფრთხოების დამკვიდრება და ხელისუფლების ძალაუფლების შესუსტებაა.
ქალთა განათლება
ძველ დროში განათლება მამაკაცის პრივილეგია იყო. ქალის განათლება დამოკიდენული იყო იმ ფუნქციებზე, რომლებსაც მას ოჯახი და საზოგადოება აკისრებდა. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ქალი და მამაკაცი ოჯახში თანაბარუფლებიანნი იყვნენ, ამიტომ ქალებს ისევე ზრდიდნენ, როგორც ვაჟებს. ძველი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ქალის განათლება მხოლოდ იმ ცოდნით შემოიფარგლებოდა, რომელიც აუცილებელი იყო შვილების აღსაზრდელად და საოჯახო საქმეების გასაძღოლად. ათენში, სადაც განათლების სისტემა მიზნად ისახავდა ჯანსაღი და თავისუფლების მოყვარე მამაკაცების აღზრდას, ქალს თანმხლების გარეშესე სახლიდან დასვლაც კი არ შეეძლო. იგი საოჯახო საქმეებს მეთვალყურეობდა, რთავდა, ქსოვდა და შვილებს ზრდიდა.
შუა საუკუნეებში აღზრდა–განათლებას იღებდნენ ბერებს, რომლებიც ქალებს ასწავლიდნენ საღვთო წერილს, საეკლესიო გალობს. მოგვიანებით ქალთა განათლების საქმემ ოჯახიდან დედათა მონასტრებში გადაინაცვლა, სადაც მათ რელიგიურად ზრდიდნენ, უნერგავდნენ ქრისტიანულ ზნეობას, ასწავლიდნენ ლათინურს, ბიბლიას, სწორ მეტყველებას, კარგ ქცევას. ფეოდალური წრის ქალები უფრო წიგნიერი იყვნენ, ვიდრე ვაჟები.
ძველ დროში განათლება მამაკაცის პრივილეგია იყო. ქალის განათლება დამოკიდენული იყო იმ ფუნქციებზე, რომლებსაც მას ოჯახი და საზოგადოება აკისრებდა. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ქალი და მამაკაცი ოჯახში თანაბარუფლებიანნი იყვნენ, ამიტომ ქალებს ისევე ზრდიდნენ, როგორც ვაჟებს. ძველი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ქალის განათლება მხოლოდ იმ ცოდნით შემოიფარგლებოდა, რომელიც აუცილებელი იყო შვილების აღსაზრდელად და საოჯახო საქმეების გასაძღოლად. ათენში, სადაც განათლების სისტემა მიზნად ისახავდა ჯანსაღი და თავისუფლების მოყვარე მამაკაცების აღზრდას, ქალს თანმხლების გარეშესე სახლიდან დასვლაც კი არ შეეძლო. იგი საოჯახო საქმეებს მეთვალყურეობდა, რთავდა, ქსოვდა და შვილებს ზრდიდა.
შუა საუკუნეებში აღზრდა–განათლებას იღებდნენ ბერებს, რომლებიც ქალებს ასწავლიდნენ საღვთო წერილს, საეკლესიო გალობს. მოგვიანებით ქალთა განათლების საქმემ ოჯახიდან დედათა მონასტრებში გადაინაცვლა, სადაც მათ რელიგიურად ზრდიდნენ, უნერგავდნენ ქრისტიანულ ზნეობას, ასწავლიდნენ ლათინურს, ბიბლიას, სწორ მეტყველებას, კარგ ქცევას. ფეოდალური წრის ქალები უფრო წიგნიერი იყვნენ, ვიდრე ვაჟები.
მეთოთხმეტე საუკუნიდან(რენესანსის ეპოქა) იტალიიის თავისუფალ ქალაქებში წარჩინებული და შეძლებული ოჯახები ქალებსა და ვაჟებს თანაბარ განათლებას აძლევდნენ. ქალს ასწავლიდნენ ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას, მხატვრობას, უცხოურ ენებს, ხელსაქმეს. გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში გაჩნდა პროფესიული სასწავლებლები დაბალი წრის ქალებისათვის , მაგ., ფლორენციაში ქსოვის შემსწავლელი სკოლებიი გაიხსნა. ასეთ სკლაში მომზადებული ქალი სახელოსნოში თავისი ოჯახის წევრი მამაკაცების გვერდით შრომობდა.
მეჩვიდმეტე საუკუნიდან ევროპაში ჩნდება დახურული პანსიონები არისტოკრატ ქალთათვის. აქ ასწავლიდნენ უცხო ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას, ხატვას, ნატიფ მანერებს, ხელსაქმეს, მედიცინას. ამ სკოლებში ზრდიდნენ მმართველ ელიტის წარმომადგენელთა მომავალ ცოლებს.
მეჩვიდმეტე საუკუნიდან ევროპაში ჩნდება დახურული პანსიონები არისტოკრატ ქალთათვის. აქ ასწავლიდნენ უცხო ენებს, ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას, ხატვას, ნატიფ მანერებს, ხელსაქმეს, მედიცინას. ამ სკოლებში ზრდიდნენ მმართველ ელიტის წარმომადგენელთა მომავალ ცოლებს.
No comments:
Post a Comment